ВИДЕО КУЛЬТУРА ЛИТЕРАТУРА ПОЭЗИЯ

დე’, მომიკითხიდ

By
on
9 января, 2017

 

დედო, რა მეტა’ ვსწუხდებ, რო იცოდ,
რა’გვერემ შეზძლებ მთათ გადალახვას,
ვინა–დ ან როდის ჩამომიტანენ
მა შენ მგზავრობის თავგადანავალს.
მაინც კი, დედო, ქალ ვარი–დ წუხილ,
უჭკო–მაჭკო ფიქრ ფითრად წვებ გულში.
რა’სამ იქ ნეტა, რა’გვერემ ახვალ,
დარდებ მერევის ჲამ უჭკო სულში.
დე’, ჩემ სამყაროს ავან–ჩავანო,
ხატო, წყაროო, ცაო მასკვლავა’ვ,
ჩემ სიხარულო, ცეცხლო, მზის სხივო,
იმედო–დ ბევრჯელ დარდის საკლავა’ვ.
მთხილად იარიდ, თბილადა’ ჩი’ცვიდ,
საცხვრე ხორხოსაღ ჩემ მოკითხვა უთხრიდ,
მშვიდობით ასრულმ, აშტო–წყაროგორს
ხსენის კალტისა ხმიადებ უცხვიდ.
მომიკითხიდიღ ქუთითამ, დედო,
გომეწრის კოხტა, მზიან ხეობაჲ,
უთხრიდ, მაბარავ, ამოგივალივ,
არ გამა’პაროვ გოგრულთ დღეობაჲ.
დე’, მომიკითხიდ ღელის ყვავილებ,
ფიჭვისი–დ არყის ლამაზ გრილოებ,
მომიკითხიდიღ ქორბუდა’ სოფლებ
დუ’ღლელა’ წყარონ, გულსაგრილოებ.
დე’, მომიკითხიდ, ბერდედის თუნგი–დ
საჩეჩელ, ხოკერ, აკაზმებ, ხის ცოცხ,
პაპის წოდგელ–ცელ, გუთან, ფარცხ–დ სახლ,
სიაც თუშეთის სიძველემ იცოცხლ.
დე’, მომიკითხიდ ჭიმიან ბილიკ,
შრატდაღვრილ ფერდი–დ ძროხიან ბაშტეჲ,
დე’, მომიკითხიდ ქალთსასხდომა’ გორ,
ცხროებით აშლილ შებუან ფშატეჲ.
დე’, მომიკითხიდ კდეებ, პირმზეებ,
დანოს წინ ჩქეფით ჩამოღვრილ ხევებ,
დე’, მომიკითხიდ ნაზამთრალ თუშის
დაკოჟრილ, დაღლილ, დაშაულ ხელებ.
დე’, მომიკითხიდ ყავრიან ჭერი–დ
შარშ დაბარგებულ დაკეტილ შუაჲ,
დე’, მომიკითხიდ სამციხის ღამეჲ,
მოყვრის ლხენაი–დ მტრიზდ შესაშურა’.
დე’, მომიკითხიდ გომეწრის მთვარეჲ,
მიქელვარეს რო და’დგების თავზე.
დე’, მომიკითხიდ დიკლოს შავ ღრუბელ,
ცრემლებ მოსწმიდიდ მტირალა’ თვალზე.
დე’, მომიკითხიდ, თუ რამე შეგხვდებ,
თუ რა შეგეყრებ, იცოდ, მანდ, გზაზე.
დე’, მომიკითხიდ, გეხვეწებ, ჰოაჲ,
რა’იც სიამედ გეჩვენებ თვალზე.
დე’, მომიკითხიდ ცხვარით აპენტილ მთაჲ,
ნაწიდრის ღოლოჲ, პირდაღებულ ეხ,
დე’, მომიკითხიდ დაქანცულ წისქვილ,
რაშ მუ’თმენელი–დ მაღალა’, ფეხთეთრ.
დე’, მომიკითხიდ ყაღიან სიპებ,
მატყლის ბარდნებით ამსვებულ საპარს,
დე’, მომიკითხიდ ცქრიატ საღამოჲ,
ქორენა’, დურა’ საამურ საბან.
დე’, მომიკითხიდ ჭერხოს ატანილ
ჩემ ყრმობის ჭრეხილ, ფრთიან აკავან,
დე’, მომიკითხიდ ხევგაღმა მდგომარე
დანოელების სამკვდრო აკლდამა’.
ჰაბა, ჩემ დედო, შენ იმედ მექნებ,
არავინ გამიწირავ ი’ქ გულსშეკლებულ,
სუ მომიკითხიდ, სუ მე’ფერაიდ,
ჩემგნითებ იყვნენ ყველა’ნ შექებულნ.
დე’, მომიკითხიდ შეთეს ციხეი–დ
დანოს ჩემ პაპა–ბებოთ სამარეჲ,
დე’, მომიკითხიდ ოქროსყანაი–დ
პატარა ღელე ყვავილ–სანარეჲ.
დე’, მომიკითხიდ საჯიხვეებ–დ
მაკრატელა’ის არწივთ სილაღეჲ.

 

ეთერ თათარაიძე

TAGS
RELATED POSTS